ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ
სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის #6 ოქმით) 33-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფაკულტეტის მიმართულებების სხდომებზე
(ოქმები თან ერთვის) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებაზე ხელმძღვანელად დაინიშნოს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი;
2. ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემაზე დაევალოს დეკანის სამდივნოს;
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.